არჩილ თალაკვაძე ოზურგეთს ესტუმრა
არჩილ თალაკვაძე ოზურგეთს ესტუმრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში იმყოფებოდა, სადაც პირველი საჯარო სკოლის და ინოვაციების ცენტრის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის ისტორიული შენობის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად, სკოლის ტერიტორიაზე ინოვაციების ახალი ცენტრი შენდება. გარდა ამისა, მოეწყობა ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა, დაგეგმილია სკოლის მწვანე პარკის აღდგენა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოფელ თხინვალსა და სოფელ შრომაშიც იმყოფებოდა, სადაც სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოინახულა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.