არჩილ თალაკვაძე - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ეხება მხოლოდ სისხლის სამართლის დამნაშავეებს
არჩილ თალაკვაძე - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ეხება მხოლოდ სისხლის სამართლის დამნაშავეებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია არ არის საბოლოო და მასში შეიძლება ცვლილებები შევიდეს.

მისი თქმით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ეხება მხოლოდ სისხლის სამართლის დამნაშავეებს.

„სიას სხვა გვარებიც შეიძლება დაემატოს, თუ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან შესაბამის ფორმატებში სანდო მონაცემები გვექნება.

ჩვენთვის პრინციპულია, რომ მთავრობამ სიაში როგორც ოთხოზორიას, ასევე ტატუნაშვილის მკვლელობებში ბრალდებული, მსჯავრდებული და თანამონაწილე პირები შეიყვანა.

ეს სია არ ეხება არც აფხაზეთში და არც ცხინვალში მცხოვრებ საზოგადოებას, არც ოჯახებს და არც ნათესავებს – სია ეხება მხოლოდ სისხლის სამართლის დამნაშავეებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში“ 33 პირია შეყვანილი.