არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის ერთმა ნაწილმა 150 დეპუტატის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრობის 150 კანდიდატი წარადგინა
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის ერთმა ნაწილმა 150 დეპუტატის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრობის 150 კანდიდატი წარადგინა

ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია მომზადებულიყო, გამოეყენებინა შესაძლებლობა, რომ პარლამენტში მეტი, საქმეზე ორიენტირებული პარტია შევიდეს, იყოს მეტი დიალოგი, მეტი თანამშრომლობა, ჩვენ დავინახეთ რომ, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა 150 დეპუტატის ნაცვლად წარადგინა, პრემიერ-მინისტრობის 150 კანდიდატი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სიმართლე არის, ის რომ საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოების მხარდაჭერით ამ წლების განმავლობაში გაატარა დემოკრატიული რეფორმები, რათა ჩვენ გვქონდეს უფრო საქმეზე ორიენტირებული, სტაბილური სისტემა და ეს ცვლილებები გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ ხალხის მხარდაჭერით. ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია მომზადებულიყო, გამოეყენებინა შესაძლებლობა, რომ პარლამენტში შევიდეს მეტი, საქმეზე ორიენტირებული პარტია, იყოს მეტი დიალოგი მეტი თანამშრომლობა, ჩვენ დავინახეთ რომ, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა 150 დეპუტატის ნაცვლად წარადგინა, პრემიერ-მინისტრობის 150 კანდიდატი. ისინი კამათობენ, ვინ იქნება მათი პრემიერ-მინისტრი და წარმოადგინეს 150-ზე მეტი კანდიდატი პრემიერ-მინისტრობის პოზიციაზე. ამას საზოგადოება უყურებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველი გადაწყვეტს უნდა თუ არა კოალიციური მთავრობა.

„რაც შეეხება კოალიციას, კოალიცია უნდა იყოს თუ არა, ამას ჩვენი საზოგადოება ოპოზიციის არც ერთი ლიდერს არ შეეკითხება. მერწმუნეთ, ამაზე საზოგადოება თავის პოზიციას დააფიქსირებს არჩევნებზე და არჩევნები გვიჩვენებს, ჩვენს საზოგადოებას უნდა კოალიცია, თუ უნდა, რომ ძლიერ და ქმედით პარტიას ჩააბაროს მომავალზეც პასუხისმგებლობა. ჩვენ ამ წლების განმავლობაში, ყველა ხელისუფლებაზე უკეთ შევძელით მშვიდობის და სტაბილურობის დაცვა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის საერთაშორისო და ეფექტური საგარეო პოლიტიკის გატარებით. ჩვენ შევძელით ზრუნვა ადამიანზე და მისი უფლებების დაცვა. ჩვენ შევძელით ეკონომიკური რეფორმების გატარება, ბიზნესის დაცვა, საკუთრების დაცვა და დღეს ერთადერთი გზავნილი, თხოვნა, რაც საზოგადოებასთან გვაქვს, ეს არის ერთიანი, ძლიერი განვითარებული სახელმწიფოთი, ძლიერი საზოგადოებით განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის მომავლის მშენებლობა და „ქართული ოცნება“ მზადაა, მომავალზეც აიღოს პასუხისმგებლობა. ჩვენ გვაქვს საკმარისი მხარდაჭერა. ყველა ავტორიტეტულ კვლევაში ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვადასხვა რეგიონში 56%-დან 64%-მდე მხარდაჭერა აქვს და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ შევქმნათ უმრავლესობა, დავაკომპლექტოთ მთავრობა და ყველა იმ ოპოზიციურ ძალასთან, ვისაც მართლა სამშობლო და ხალხი აინტერესებს, პარლამენტში საქმიან რეჟიმში განვაგრძოთ მუშაობა“, – განაცხადა თალაკვაძემ.