არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის აქტივობები მცდელობაა, პოლიტიკური მარცხიდან ყურადღება გადაიტანონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შიმშილობაზე
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის აქტივობები მცდელობაა, პოლიტიკური მარცხიდან ყურადღება გადაიტანონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შიმშილობაზე

ოპოზიციის დღევანდელი აქტივობები პირდაპირი მცდელობაა, რომ მათ პოლიტიკური მარცხიდან ყურადღება გადაიტანონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შიმშილობაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა.

„ეს არის პოლიტიკური უპასუხისმგებლობა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკს არ შეუძლია, არჩევნებში დამარცხების შემდეგ აღიაროს და თავის მხარდამჭერებს სიმართლე უთხრას. ისინი ასე იქცეოდნენ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შვიდი თვის განმავლობაში, ბოლოს პარლამენტში შემოვიდნენ და საკანონმდებლო ორგანოს წინააღმდეგ ხელოვნური საბოტაჟი დავასრულეთ. ახლა საქმე გვაქვს მსგავს პროცესთან. მინდა, პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდო, რომ სანაპიროს გადაკეტვის პროვოკაციულ ნაბიჯს ნუ გადადგამენ, ისეთ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებენ, რაც ეწინააღმდეგება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის ინტერესებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი