არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია თუ იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს, ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იქნებ ევროპელ პარტნიორებთან კომუნიკაცია, რატომ შესრულდა ნაწილობრივ ეს საკითხი
როგორც რადიკალური ოპოზიცია მოიქცა, ეს იყო ბოლშევიკების საუკეთესო სტილში მოქმედება, როცა რამდენიმე ოპოზიციონერს, რომელთაც გაბედეს და მოსამართლეებს მხარი დაუჭირეს, პირდაპირი დევნა გამოუცხადეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელზე იყო უმძიმესი დევნა და ზეწოლა.
„სწორედ ეს არის ბოლშევიკური მიდგომა. პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, რომ ოპოზიციის შიგნით აღმოჩნდებიან ადამიანები, ვინც ასეთ ბოლშევიკურ დევნას გაუძლებენ, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რეკომენდაციები შესრულდეს. თუ ხვალ ოპოზიცია კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს და ეს პუნქტი ვერ შესრულდება, ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იქნებ ევროპელ პარტნიორებთან კომუნიკაცია, რომ მათ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ, თუ რატომ შესრულდა ნაწილობრივ ეს კონკრეტული საკითხი და დარწმუნებული ვარ, არგუმენტები იქნება გაზიარებული“, – განაცხადა თალაკვაძემ.