არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია თუ დიალოგს და შეთანხმებას ვერ შეძლებს, ეს იქნება მკაფიო სიგნალი, რომ მხარს უჭერს დესტაბილიზაციას
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია თუ დიალოგს და შეთანხმებას ვერ შეძლებს, ეს იქნება მკაფიო სიგნალი, რომ მხარს უჭერს დესტაბილიზაციას

ჩვენ, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალა, ასევე პარტნიორები – აშშ, ევროპის საბჭო, ევროკავშირი ვეთანხმებით და მხარს ვუჭერთ პოლიტიკურ დიალოგს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო სისტემის შესახებ ოპოზიციისადმი მმართველი გუნდის შეთავაზება პროგრესული და სამართლიანია.

„ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ვართ ერთ პოზიციაზე, რომ პოლიტიკური დიალოგი არის აუცილებელი, ხოლო ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დიალოგში ჩართვისგან თავს იკავებს,  განსხვავებულ პოზიციაზეა. ჩვენი შეთავაზება არის პროგრესული, კომპრომისული და სამართლიანი. ერთჯერადად შევთავაზეთ 2020-ში მნიშვნელოვნად შეცვლილი პროპორციები ოპოზიციას.  ეს არის  ტესტი ოპოზიციისთვის. თუ ოპოზიცია დიალოგის დაბრუნებას ვერ შეძლებს და ამ ფარგლებში შეთანხმებას ვერ შეძლებს, ეს იქნება მკაფიო სიგნალი, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი არის დესტრუქციული და რეალურად მხარს უჭერს ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური ძალები დიალოგს დაუბრუნდებიან.

„იმედი მაქვს, რომ დიალოგს დაუბრუნდებიან პოლიტიკური ძალები და შევძლებთ გარკვეულ წესებზე შეთანხმებას წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.