არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია თავის ამომრჩევლებს არჩევნების წაგებაზე სიმართლეს ვერ ეუბნება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, წლებია, „ნაციონალური მოძრაობა” დამარცხებას ვერ ეგუება და თავის მხარდამჭერებს სიმართლეს არ ეუბნება.
არჩილ თალაკვაძე გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას ეხმაურება და ამბობს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვა და მას წარმატება მსოფლიო ლიდერებმა მიულოცეს.
„არჩევნების ლეგიტიმაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა აღიარეს. წლებია, „ნაციონალური მოძრაობა” დამარცხებას ვერ ეგუება და თავის მხარდამჭერებს სიმართლეს ვერ ეუბნება. ამ შემთხვევაში ამბობს, რომ არჩევნები 20 პროცენტით კი არ წააგეს, არამედ თითქოს მოიგეს. ეს არის თავის მართლება უცნაური გზით. როგორც დემოკრატიულ ქვეყნებში იქცევა ოპოზიცია, ისე უნდა მოიქცნენ”, – განაცხადა თალაკვაძემ.