არჩილ თალაკვაძე – ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის საქართველოსა და საზღვარგარეთის კლინიკებში მკურნალობის დაფინანსებაზე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება დიდი წინგადადგმული ნაბიჯია
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება და ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვისთვის საქართველოსა და საზღვარგარეთის კლინიკებში მკურნალობის დაფინანსებაზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ამის შესახებ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.
„გარდა ემოციური სტრესისა, ასეთი ხარჯების გადახდა ნებისმიერი ოჯახისთვის მძიმე ფინანსური შოკი იყო და მისასალმებელია, რომ მთავრობამ ამ პრობლემის გადასაჭრელად პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო.
ევროპული ჯანდაცვა, პირველ რიგში, ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანდაცვას ნიშნავს“, – წერს არჩილ თალაკვაძე.