არჩილ თალაკვაძე - პრიორიტეტულია, რომ ომბუდსმენის კანდიდატურაზე სამოქალაქო სექტორთან თანხმობა არსებობდეს
არჩილ თალაკვაძე - პრიორიტეტულია, რომ ომბუდსმენის კანდიდატურაზე სამოქალაქო სექტორთან თანხმობა არსებობდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ომბუდსმენი საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელოვანი მექანიზმია.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ომბუდსმენის კანდიდატურაზე გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობა დღეს მიიღებს. მისი თქმით, პრიორიტეტულია, რომ ომბუდსმენის კანდიდატურაზე სამოქალაქო სექტორთან თანხმობა არსებობდეს.

„საპარლამენტო უმრავლესობისთვის პრიორიტეტულია, რომ ომბუდსმენის კანდიდატურასთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორთან თანხმობა არსებობდეს. პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა და ვთვლით, რომ პრიორიტეტი ისეთი კანდიდატურის შერჩევა იქნება, რომელიც სამოქალაქო სექტორსა და პარლამენტს შორის კონსენსუსის სუბიექტი იქნება, ვინაიდან მას მოუწევს აქტიური თანამშრომლობა უფლებადამცველებთან, არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან. დღეს ჩვენ უმრავლესობის სხდომას ჩავატარებთ, სადაც კანდიდატურებს განვიხილავთ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოგვიდგინეს. ოთხი ძლიერი კანდიდატია წარმოდგენილი. მჯერა, რომ ერთ-ერთ კანდიდატურაზე საბოლოოდ შევთანხმდებით. მნიშვნელოვანია, ის პრინციპების ადამიანი იყოს, ჰქონდეს ადამიანის უფლებათა სამართლის ცოდნა და უფლებათა დაცვის პრაქტიკული გამოცდილება. დაგვჭირდება თუ არა დამატებითი კონსულტაციები, დღევანდელი შედეგით ცნობილი გახდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება 7 დეკემბერს ეწურება.