არჩილ თალაკვაძე - ოკუპაცია დასრულდება, ვინაიდან უკანონოა და საერთაშორისო სამართლის პრინციპს ეწინააღმდეგება
არჩილ თალაკვაძე - ოკუპაცია დასრულდება, ვინაიდან უკანონოა და საერთაშორისო სამართლის პრინციპს ეწინააღმდეგება

ოკუპაცია დასრულდება, ვინაიდან უკანონოა და საერთაშორისო სამართლის პრინციპს ეწინააღმდეგება, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბასა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაგეგმილი შეხვედრის შეფასებისას, რომელზეც სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხი უნდა განიხილონ.

„დე ფაქტო ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრები და მოლაპარაკებები ჩვენი აზრით, არანაირ ლეგიტიმურ საფუძველს არ ატარებს. შესაბამისად, ის გადაწყვეტილებები, რაც ასეთი მოლაპარაკებების დროს იქნება მიღებული, არალეგიტიმურია. ბუნებრივია ეს რუსეთის მხრიდან საერთო ოკუპაციის პოლიტიკის ნაწილია.

ჩვენ ვახორციელებთ პრაგმატულ და პასუხისმგებლიან საგარეო პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და დემოკრატიული განვითარებით. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენ აუცილებლად შევქმნით მომენტს, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელი იქნება. ეს ოკუპაცია დასრულდება, ვინაიდან უკანონოა და საერთაშორისო სამართლის პრინციპს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.