არჩილ თალაკვაძე - ნებისმიერი პოზიცია, რომელიც აქვთ ევროპარლამენტარებს და საერთაშორისო პარტნიორებს, არის მიღებული, როგორც მეგობრების პოზიცია
არჩილ თალაკვაძე - ნებისმიერი პოზიცია, რომელიც აქვთ ევროპარლამენტარებს და საერთაშორისო პარტნიორებს, არის მიღებული, როგორც მეგობრების პოზიცია

ნებისმიერი პოზიცია, რომელიც აქვთ ევროპარლამენტარებს და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, არის მიღებული, როგორც მეგობრების პოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ ევროპარლამენტარების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებზე კომენტარისას აღნიშნა.

თალაკვაძის თქმით, „საქართველოს დემოკრატიას და მიღწევებს მთელი ევროპა გულშემატკივრობს“.

მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. მინდა, გითხრათ, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევრონესტის შეხვედრა ტარდება თბილისში, ეს არის ევროპის და ევრო სტრუქტურების მხრიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ. საერთო განწყობა მინდა, გითხრათ არის ის, რომ საქართველოს, ჩვენ დემოკრატიას და მიღწევებს გულშემატკივრობს მთელი ევროპა. ევროპას ჩვენ ასევე ვესაუბრეთ გამოწვევებზე, როგორიც არის ოკუპაცია, როგორიც არის ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის საკითხი. ნებისმიერი პოზიცია, რომელიც აქვთ ევროპარლამენტარებს და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, არის მიღებული, როგორც მეგობრების პოზიცია, მაგრამ თქვენ რომ იცოდეთ ეს შეხვედრა არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ ადგილზე გავუზიაროთ სრული და ობიექტური ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს, მივაწოდოთ ასევე არგუმენტები, რომელიც თითოეულ საკითხზე არის“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყანა აუცილებლად შეძლებს, არსებული მიღწევები კიდევ უფრო გააძლიეროს.

„ხვალ, ზეგ კიდევ გვექნება ორი დღე, რათა სრული ინფორმაცია ჰქონდეთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს და პარტნიორებს. რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური პროცესი, ისინი მხარს უჭერენ ნორმალური პოლიტიკური პროცესის აღდგენას, რაზეც მე და ჩემი თანაგუნდელები თავიდანვე ვსაუბრობდით, როდესაც კენჭისყრა დასრულდა. საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ მიღწევები, რომელიც ამ.წლების განმავლობაში არის უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებების, საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოების მიმართულებით, კიდევ უფრო გავაძლიეროთ“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.