არჩილ თალაკვაძე - ნატო-ს მიმართ ენთუზიაზმი გაზრდილია, ვალდებულებები უპირობოდ სრულდება
არჩილ თალაკვაძე - ნატო-ს მიმართ ენთუზიაზმი გაზრდილია, ვალდებულებები უპირობოდ სრულდება

ნატო-ს მიმართ ენთუზიაზმი არის გაზრდილი და ვალდებულებები, რომლებიც ავიღეთ ნატო-სა და ჩვენს პარტნიორებთან, უპირობოდ სრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ნატო-სთან ყველა სტანდარტით თავსებადია.

„საქართველო სტრატეგიულ მზადყოფნაში იმყოფება. მისი გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება მისაღებია პოლიტიკური და სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ერთად ვქმნით მომენტს, როცა ეს გადაწყვეტილება იქნება შესაძლებელი. ოღონდ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება მისაღებია ნატო-სა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ნატო-ს ოფიციალური შეფასების ანგარიშები არსებობს, სადაც საქართველოს პროგრესი სათანადოდ არის შეფასებული.

საქართველოში წელს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ტაქტიკური წვრთნები ჩატარდა, სადაც სამი ათასზე მეტი ნატო-ს ჯარისკაცი მონაწილეობდა. ესეც ნიშნავს, რომ ნატო-ს მიმართ ენთუზიაზმი არის გაზრდილი და ვალდებულებები, რომელიც ავიღეთ ნატო-სთან და ჩვენს პარტნიორებთან, უპირობოდ სრულდება. იმ მომენტს ველით, როცა საქართველოს მიღება ნატო-ში მოხდება. გვჯერა, რომ ეს შესაძლებელია და ვინაიდან, გვჯერა, რომ შესაძლებელია, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება დროულად იყოს მიღებული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი