არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი კონკურენტი მისი მძიმე წარსულია და ამას ვერანაირი ბოდიში ვერ უშველის
არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი კონკურენტი მისი მძიმე წარსულია და ამას ვერანაირი ბოდიში ვერ უშველის

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი კონკურენტი მისი მძიმე წარსულია და ამას ვერანაირი ბოდიში ვერ უშველის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი პოლიტიკური წარსულია.

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი კონკურენტი არის მისი მძიმე წარსული და ამას ვერანაირი ბოდიში ვერ უშველის, რა თქმა უნდა ამას საზოგადოება ვერ დაივიწყებს. სააკაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი არის პოლიტიკური წარსული. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით შევცვალეთ მანკიერი ხელისუფლება, რომელიც ფასადური დემოკრატიის გამტარებელი იყო. ჩვენ ხელისუფლება დავუბრუნეთ ადამიანებს, შევქმენით ისეთი მმართველობა, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტებზეა დაფუძნებული და რომლის ყურადღების ცენტრშიც არია ადამიანი. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ფილიალები ერთმანეთში გაერკვევიან, თუ ვერ გაერკვევიან არც ეგ არის პრობლემა. ძველი ოპოზიცია უკვე მიდის და ჩვენი ლიდერობით საქართველოში ახალი, მშვიდი, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა მკვიდრდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.