არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - თეა წულუკიანი თქვენი ხელწამოსაკრავი არ არის და გირჩევნიათ, თქვენმა იუსტიციის მინისტრმა გასცეს პასუხი მართლმსაჯულების კითხვებს
არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - თეა წულუკიანი თქვენი ხელწამოსაკრავი არ არის და გირჩევნიათ, თქვენმა იუსტიციის მინისტრმა გასცეს პასუხი მართლმსაჯულების კითხვებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ რეალობის შეგრძნებას კარგავს. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწოდა, რომ მოილაპარაკონ და ერთიან პოზიციაზე ჩამოყალიბდნენ, უნდათ თუ არა საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობის მიღება.

„მგონი „ნაციონალური მოძრაობა“ კარგავს რეალობის შეგრძნებას, აგერ ჩვენ თვალწინ. ერთის მხრივ, იძახის, რომ კომისიის შექმნა არის ფარსიო, და აქვე გვეუბნება, რომ მოდი, შევქმნათ კიდევ ერთი კომისიაო. თუ შეიძლება ტაიმ-აუტი აიღეთ, იქნებ მოილაპარაკოთ და ერთ პოზიციაზე ჩამოყალიბდეთ, რომ გინდათ კომისიაში მონაწილეობა, თუ არა. ცალი ხელით კომისიას რომ ითხოვთ და მეორე ხელით ამბობთ, რომ ეს ყველაფერი სიყალბე და ფარსია, როგორც მინიმუმ ეს არასერიოზულად გამოიყურება. რაც შეეხება წულუკიანს, თქვენი ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის და გირჩევნიათ, თქვენი იუსტიციის მინისტრი გამოიძახოთ, ჩამოვიდეს, საზოგადოებასა და მარლთმსაჯულებას კითხვებზე პასუხი გასცეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის 17-კაციან სიას კენჭს დღეს უყრიან.