არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაშლის საბოლოო ფაზაში, მელიასა და გვარამიას მსგავს ადამიანებს მიაქვთ ნანგრევებიდან აგურები, ცალ-ცალკე პატარ-პატარა, 1%-იან სტრუქტურებს აშენებენ
არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაშლის საბოლოო ფაზაში, მელიასა და გვარამიას მსგავს ადამიანებს მიაქვთ ნანგრევებიდან აგურები, ცალ-ცალკე პატარ-პატარა, 1%-იან სტრუქტურებს აშენებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ სტრუქტურა და პარტია არის დაშლის საბოლოო ფაზაში, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას მსგავს ადამიანებს მიაქვთ ნანგრევებიდან აგურები, ცალ-ცალკე პატარ-პატარა 1%-იან სტრუქტურებს აშენებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიციაში მცირე ჯგუფების შექმნა „ქართულ ოცნებას“ დაეხმარება, პარლამენტში მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

„ახალი არაფერია, ეს არის ძველი პოლიტიკური ჯგუფი, ძველი ღირებულებებითა და იმ ძველი გამოცდილებით, რომლითაც ქვეყანას არაერთი უბედურება მოუტანეს. თქვენ თუ რაიმე ახალს ხედავთ, გვითხარით, მაგრამ მე ძალიან ბევრი ადამიანის აზრი ვიცი და მათი პირველი რეაქციაა, რომ ეს არის ძველი. სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ძველი. რაც შეეხება, რატომ მოხდა ეს გაერთიანება და რატომ ყალიბდება ასეთი 1%-იანი და 2%-იანი პოლიტიკური ჯგუფები, ეს ხდება იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სტრუქტურა და პარტია არის დაშლის საბოლოო ფაზაში, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას მსგავს ადამიანებს მიაქვთ ნანგრევებიდან აგურები და ცალ-ცალკე პატარ-პატარა 1%-იან სტრუქტურებს აშენებენ. როგორც ითქვა, და მეც ვადასტურებ, ასეთი მცირე ჯგუფების შექმნა ოპოზიციაში ჩვენ დაგვეხმარება, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიმდინარე წლის არჩევნებში“, – განაცხადა თალაკვაძემ.