არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ანასხლეტებს 31 ოქტომბერს ხალხი ამოუბეჭდავს კიდევ ერთ განაჩენს
არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ანასხლეტებს 31 ოქტომბერს ხალხი ამოუბეჭდავს კიდევ ერთ განაჩენს

31 ოქტომბერს ხალხი ამოგიბეჭდავთ კიდევ ერთ განაჩენს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„რა მოკლე ფსიქოანალიზი შეიძლება, გავაკეთოთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მის ანასხლეტებზე, რომელიც უსაფრთხო დისტანციიდან ვაჟკაცურად უშვერდა საჯდომს მტერს, გმირი ჯარისკაცები კი ბრძოლის ველზე მიატოვა და კურდღელივით გაიქცა?! ხოლო სხეულის ნაწილები, რომელთა უქონლობას ჩვენ გვეკითხება, საკუთარი მოქალაქეების წამებისა და გაუპატიურებისთვის გამოიყენა?! 31 ოქტომბერს ხალხი ამოგიბეჭდავთ კიდევ ერთ განაჩენს!“, – წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

დატოვე კომენტარი