არჩილ თალაკვაძე - მწუხარებას გამოვთქვამ ქვეყნისთვის საამაყო მუსიკოსის, ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო
არჩილ თალაკვაძე - მწუხარებას გამოვთქვამ ქვეყნისთვის საამაყო მუსიკოსის, ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი დირიჟორის, ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი ქვეყნისთვის საამაყო მუსიკოსის და ქორეოგრაფის ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო.

წავიდა სხვა მხარეში დიდი მამულიშვილი, გამორჩეული გურული და ერთი უკეთესი კაცი!

„ერთ ქართულ ხალხურ სიმღერას, ერთი ცხოვრება არ ეყოფაო” – ასე ამბობდა.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს, სრულიად საქართველოს“, – ნათქვამია არჩილ თალაკვაძის სამძიმრის წერილში.

ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი დირიჟორი, მომღერალი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გვიან ღამით გარდაიცვალა.