არჩილ თალაკვაძე - მთავრობას დავეხმარებით კანონმდებლობის მოკლე დროში დახვეწაში, რათა ქვეყანამ ევროკავშირის მოთხოვნებს უპასუხოს
არჩილ თალაკვაძე - მთავრობას დავეხმარებით კანონმდებლობის მოკლე დროში დახვეწაში, რათა ქვეყანამ ევროკავშირის მოთხოვნებს უპასუხოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესი ძალიან საიმედოდ მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, არცერთ ოფიციალურ ფორმატში, რომელიც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეწყვეტის საკითხი, ამ ეტაპზე, არ არის დაყენებული.

მისი თქმით, მიგრაცია და საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაული მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, ეს მთელი ევროპისთვის გამოწვევაა.

„საქართველო ამ ძალისხმევაში ჩართულია და მთავრობას დავეხმარებით, რომ კანონმდებლობისა და ინსტრუმენტების დახვეწა მოკლე დროში მოხდეს და საქართველომ თანამშრომლობის იმ მოთხოვნებს უპასუხოს, რომელიც ევროკავშირიდან მომდინარეობს”, – განაცხადა თალაკვაძემ.