არჩილ თალაკვაძე - ძალადობა ინსტიტუტებზე და პოლარიზაცია საქართველოს მომავალს ეწინააღმდეგება, ოპოზიციამ უარი უნდა თქვას ამ დღის წესრიგზე და პარლამენტში დაბრუნდეს
არჩილ თალაკვაძე - ძალადობა ინსტიტუტებზე და პოლარიზაცია საქართველოს მომავალს ეწინააღმდეგება, ოპოზიციამ უარი უნდა თქვას ამ დღის წესრიგზე და პარლამენტში დაბრუნდეს

დემოკრატია და პოლიტიკური წონასწორობა დგას კანონის უზენაესობაზე, მონაწილეობაზე უარის თქმა, ძალადობა ინსტიტუტებზე და პოლარიზაცია საქართველოს მომავალს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

მისი თქმით, ოპოზიცია პარლამენტში უნდა დაბრუნდეს.

„დემოკრატია და პოლიტიკური წონასწორობა დგას კანონის უზენაესობაზე. მონაწილეობაზე უარის თქმა, ძალადობა ინსტიტუტებზე და პოლარიზაცია საქართველოს მომავალს ეწინააღმდეგება – ოპოზიციამ უარი უნდა თქვას ამ დღის წესრიგზე და პარლამენტში დაბრუნდეს. პრაგმატული პოლიტიკის დროა“, – წერს თალაკვაძე.

დატოვე კომენტარი