არჩილ თალაკვაძე - მისასალმებელია, რომ ინიციატივა, რომელიც ჩვენ გვქონდა, დღეს მემორანდუმის სახით ფორმდება და მას ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან
არჩილ თალაკვაძე - მისასალმებელია, რომ ინიციატივა, რომელიც ჩვენ გვქონდა, დღეს მემორანდუმის სახით ფორმდება და მას ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან

მისასალმებელია, რომ ინიციატივა, რომელიც ჩვენ გვქონდა, დღეს მემორანდუმის სახით ფორმდება და მას ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მიესალმება, რომ ხელისუფლებამ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეიმუშავეს ის ძირითადი ეთიკის წესები, რომელიც აუცილებელია.

„მივესალმებით, რომ ხელისუფლებამ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეიმუშავეს ის ძირითადი ეთიკის წესები, რომელიც აუცილებელია, რომ საარჩევნო გარემო იყოს მაქსიმალურად მშვიდი, იყოს ყველას მხრიდან პატივისცემა იმ საერთო წესების, რაც სჭირდება დემოკრატიულ არჩევნებს. ამიტომ, რასაკვირველია, ინიციატივა, რომელიც ჩვენ გვქონდა, მისასალმებელია, რომ დღეს უკვე მემორანდუმის სახით ფორმდება და მას უერთდებიან ოპოზიციური პარტიებიც. ვფიქრობ, ეს დაეხმარება არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი ეხება ფეიკნიუსების გავრცელების პრევენციას, გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარების გარანტიებს და სხვა მნიშვნელოვან თემებს.

დატოვე კომენტარი