არჩილ თალაკვაძე - მინისტრობის კანდიდატების შერჩევის მიზნით, მამუკა ბახტაძე საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ პროფესიონალებთანაც აწარმოებდა კონსულტაციებს
არჩილ თალაკვაძე - მინისტრობის კანდიდატების შერჩევის მიზნით, მამუკა ბახტაძე საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ პროფესიონალებთანაც აწარმოებდა კონსულტაციებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მინისტრობის კანდიდატების შერჩევის მიზნით, კონსულტაციებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ პროფესიონალებთანაც აწარმოებდა.

როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, საპარლამენტო გუნდი მცირე მთავრობის კონცეფციას მხარს უჭერს.

„ეს მნიშვნელოვანია, რათა მთავრობის მუშაობა უფრო ოპერატიული და სწრაფი გახდეს, ხოლო პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები თანამოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე სწრაფად აისახოს. მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობასა და კონკრეტულ გვარებზე კომენტარებს არ გავაკეთებ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, პრემიერ-მინისტრი კონსულტაციებს შესაძლო კანდიდატებთან აწარმოებდა, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ პროფესიონალებთან. მთავრობა თუ რა შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი, ეს ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც სტრუქტურულ ცვლილებებს დავამტკიცებთ”, – განაცხადა თალაკვაძემ.