არჩილ თალაკვაძე - მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული
არჩილ თალაკვაძე - მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული

მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, მაღაროელის სიცოცხლის დაზღვევა კი უნდა გაიზარდოს.

„მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული. მაღაროელის სიცოცხლის დაზღვევა კი უნდა გაიზარდოს ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს ამ მძიმე დანაკარგის გამო”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მინდელის შახტში დღეს დილით ტრაგედია მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.