არჩილ თალაკვაძე - მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სთან სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ, გვაქვს შანსი, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ბაზარზე მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკის ინტეგრაცია
არჩილ თალაკვაძე - მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სთან სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ, გვაქვს შანსი, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ბაზარზე მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკის ინტეგრაცია

საქართველოს თავდაცვის სისტემის მოდერნიზება ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება, პოლიტიკური სისტემის მხარდაჭერა და ჩვენი ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში  ცალსახად მხარდაჭერილია და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აშშ-ის კონგრესის პოლიტიკურ დღის წესრიგში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში, აშშ-ის კონგრესში ინიცირებულ „საქართველოს მხარდამჭერ აქტზე“ საუბრისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც, კონგრესსა და სენატში გამართულ შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ და აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი იყო.

„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ინიცირებულია საქართველოს მხარდამჭერი აქტი,  სადაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მკაფიო მხარდაჭერაა გამოხატული. საქართველოს თავდაცვის სისტემის მოდერნიზაცია, ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება, პოლიტიკური სისტემის მხარდაჭერა და ჩვენი ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში ცალსახად არის მხარდაჭერილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონგრესის პოლიტიკურ დღის წესრიგში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. გვქონდა შეხვედრები სენატორებთან და ველით, რომ ამ აქტს პოლიტიკური მხარდაჭერა სენატშიც ექნება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სთან სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ.

ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სთან სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ, რაც, საქართველოსთვის ამერიკის დიდ ბაზარს და სავაჭრო შესაძლებლობებს ხსნის.  გვაქვს დიდი შანსი, რომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ბაზარზე მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკის ინტეგრაცია“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.