არჩილ თალაკვაძე - მედიასაშუალებების შექმნა და მაუწყებლობა ყველას შეუძლია
არჩილ თალაკვაძე - მედიასაშუალებების შექმნა და მაუწყებლობა ყველას შეუძლია

მედიასაშუალებების შექმნა და მაუწყებლობა ყველას შეუძლია, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ქვეყანაში ახალი ტელეკომპანიების ჩამოყალიბების დაანონსების შესახებ საუბრისას. მისივე თქმით, მედიაში ხელისუფლების მიმართ არის განსხვავებული შეფასებები, რაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე მიუთითებს

„ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საქართველოში მედიასაშუალებების დარეგისტრირება, მისი ოპერირება და წესები გავამარტივეთ, რომლითაც წარსულში სამწუხაროდ, მედიის შეზღუდვა ხდებოდა. შესაბამისად, დღეს ყველას კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია, შექმნას და უზრუნველყოს მედიასაშუალების მუშაობა. მოვლენები ისე გააშუქოს, როგორც ის საჭიროდ ხედავს. ამის გამოა, რომ ლიცენზიებთან და კონკრეტული ჟურნალისტების ნებისმიერი ტიპის საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები საქართველოში ჩვენს მეგობრებს და მოქალაქეებს არ აქვთ.

მედიაში ისმის კრიტიკაც. მედიაში ხელისუფლების მიმართ არის განსხვავებული შეფასებები, რაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე მიუთითებს. რასაც ჩვენი საზოგადოების წევრები, მათ შორის ოპონენტები ამბობდნენ, რომ თითქოს მედიასაშუალებების რაოდენობა საქართველოში იზღუდება. ხედავთ, რომ მედიასაშუალებების შექმნა და მაუწყებლობის განხორციელება ყველას შეუძლია, ვისაც ამის ინტერესი აქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.