არჩილ თალაკვაძე - მცირე ზომის მთავრობის იდეას მხარდაჭერა აქვს
არჩილ თალაკვაძე - მცირე ზომის მთავრობის იდეას მხარდაჭერა აქვს

საპარლამენტო განხილვების დროს კომიტეტებში დასმულ კითხვებზე, დამატებითი კონსულტაციები შედგება პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს შორის,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„სამთავრობო ცვლილებების პაკეტის განხილვები გუშინ სესიაზე უკვე დაიწყო. რა თქმა უნდა, დამატებითი კონსულტაციები შედგება პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს შორის. ჩვენ უკვე მომდევნო სესიაზე ერთიანი გადაწყვეტილებით გამოვალთ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით. რაც მთავარია იდეას, რომ მთავრობა გახდეს უფრო ეფექტური, შემცირდეს ადმინისტრაციული აპარატი ზომებში და შემცირდეს ხარჯები, ჩვენ მხარს ვუჭერდით თავიდანვე და მხარს ვუჭერთ დღესაც.  იდეას,რომ საქართველოსთვის მცირე ზომის მთავრობა და ადმინისტრაცია  უფრო ოპტიმალურია, მხარდაჭერა აქვს“,- აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, 2017 წელს მთავრობამ საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურებაზე 76 მილიონით ნაკლები დახარჯა.