არჩილ თალაკვაძე - მაშველები გმირები არიან, მათ ნანგრევებში მოყოლილი ბავშვის გადარჩენა შეძლეს
არჩილ თალაკვაძე - მაშველები გმირები არიან, მათ ნანგრევებში მოყოლილი ბავშვის გადარჩენა შეძლეს

მადლობას ვუხდი ჩვენს მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ვინც ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი გადაარჩინეს. ის ახლა უსაფრთხოდ არის და ეს მაშველების დამსახურებას. მათ პროფესიონალურად ჩაატარეს სამაშველო ოპერაცია, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ზუგდიდში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით. ეს განცხადება არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

„მაშველები გმირები არიან და მთელმა საზოგადოებამ ნახა, თუ როგორ იმუშავეს მათ დღეს ზუგდიდში, ნანგრევებში მოყოლილი ბავშვის გადასარჩენად“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მაშველებმა ზუგდიდში, ავარიული შენობის ნანგრევებში მოყოლილი არასრულწლოვანი დღეს გადაარჩინეს.