არჩილ თალაკვაძე – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ახლახან მივიღეთ და ვერ ვხედავ ხარვეზებს, რომელიც დაუყოვნებლივ ცვლილებებს მოითხოვს

14:25, 04.08.2018

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ახლახან მივიღეთ და ვერ ვხედავ ხარვეზებს, რომელიც დაუყოვნებლივ ცვლილებებს მოითხოვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, საჭიროა განათლების, სოციალური და სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაცია უფრო გააქტიურდეს.

„ტენდენციები, რომელიც კრიმინოგენური თვალსაზრისით იკვეთება, ჩვენი საერთო გამოწვევაა. აქ საჭიროა, განათლების სისტემის, პოლიციის და სოციალური სტრუქტურების კარგი კოორდინაცია. ვინაიდან რისკები, რომელიც ამ ასაკში არსებობს, ერთობლივად უნდა იყოს მართული. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ახლახან იქნა მიღებული და ვერ ვხედავ ხარვეზებს, რომელიც დაუყოვნებლივ ცვლილებებს მოითხოვს. ვფიქრობ, საჭიროა განათლების, სოციალური და სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაცია უფრო გააქტიურდეს. პარლამენტი მზად არის, ამაში ჩაერთოს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი