არჩილ თალაკვაძე - მამუკა ბახტაძეს აქვს პოლიტიკური გუნდის სრული მხარდაჭერა, რომ აშშ-სთან ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო განამტკიცოს
არჩილ თალაკვაძე - მამუკა ბახტაძეს აქვს პოლიტიკური გუნდის სრული მხარდაჭერა, რომ აშშ-სთან ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო განამტკიცოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს აქვს პოლიტიკური გუნდის სრული მხარდაჭერა, რომ შეერთებულ შტატებთან ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო განამტკიცოს, – ასე შეაფასა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აშშ-ში ვიზიტი.

„მინდა, გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის ვიზიტს აშშ-ში, სანამ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი კომენტატორი, მიხეილ სააკაშვილი ყვითელ განცხადებებს აკეთებს. მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს, სადაც საუბარია თავდაცვის, უსაფრთხოების საკითხებსა და სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე. მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ პრემიერ-მინისტრს აქვს პოლიტიკური გუნდის სრული მხარდაჭერა, რომ შეერთებულ შტატებთან ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო განამტკიცოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.