არჩილ თალაკვაძე ლაშა ტალახაძეს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს
არჩილ თალაკვაძე ლაშა ტალახაძეს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ლაშა ტალახაძეს ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს.

ამის შესახებ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ვულოცავ ლაშა ტალახაძეს ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას! ატაცში 222 კილოგრამის აწევა მსოფლიოს ახალი რეკორდია!“, – წერს თალაკვაძე.

ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო. მან ატაცში 222 კგ დაძლია და თავისივე რეკორდი (220) გააუმჯობესა. ორჭიდის ჯამში კი 485 კგ დააფიქსირა, რაც ასევე მსოფლიოს რეკორდია.

🏋🏻‍♂️ვულოცავ ლაშა ტალახაძეს ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას! ატაცში 222 კილოგრამის აწევა მსოფლიოს ახალი რეკორდია!
#გვეამაყება 🇬🇪

Posted by არჩილ თალაკვაძე I Archil Talakvadze on Sunday, April 11, 2021