არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლების შტოები არის ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნული და პარლამენტი ვერ ჩაერევა პრეზიდენტის უფლებამოსილებაში
არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლების შტოები არის ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნული და პარლამენტი ვერ ჩაერევა პრეზიდენტის უფლებამოსილებაში

სახელისუფლებო ინსტიტუტები და ხელისუფლების შტოები არის ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნული და პარლამენტი ვერ ჩაერევა პრეზიდენტის უფლებამოსილებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება.

„შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება. იქიდან გამომდინარე, რომ სახელისუფლებო ინსტიტუტები და ხელისუფლების შტოები არის ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნული ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ბუნებრივია, პარლამენტი ვერ ჩაერევა და არ ჩაერევა პრეზიდენტის უფლებამოსილებაში და მის კომპეტენციაში. ეს იყო მისი გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ, რომ მას თავისი არგუმენტაცია ექნება ამასთან დაკავშირებით, კერძოდ იმ კომისიას, ვინც შეწყალების საქმესთან დაკავშირებით იმუშავა.

საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის, პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული.