არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ საარჩევნო პროცესს არანაირი დამატებითი შეზღუდვა და ხელისშემშლელი გარემოება არ შეეხოს
არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ საარჩევნო პროცესს არანაირი დამატებითი შეზღუდვა და ხელისშემშლელი გარემოება არ შეეხოს

ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ საარჩევნო პროცესს არანაირი დამატებითი შეზღუდვა და ხელისშემშლელი გარემოება არ შეეხოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, წინასაარჩევნო პროცესში არავითარი შეზღუდვა და შეფერხება არ არსებობს.

„ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია. ყველა პოლიტიკურ პარტიას შესაძლებლობა აქვს, რომ საკუთარი კანდიდატები და პროგრამები საზოგადოებას გააცნოს. ამ პროცესში არავითარი შეზღუდვა და შეფერხება არ არსებობს. საპარლამენტო არჩევნებს ამ დროისთვის არანაირი საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისად, როგორც ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საარჩევნო პროცესს არანაირი დამატებითი შეზღუდვები და ხელისშემშლელი გარემოებები არ შეეხოს. არჩევნები ჩატარდება მშვიდ, უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება.