არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლება გამჭვირვალობის კუთხით პასუხისმგებლობას მომავალშიც შეასრულებს, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები სხვას თუ სთხოვენ, თვითონაც უნდა აჩვენონ ამ მხრივ მაგალითი
არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლება გამჭვირვალობის კუთხით პასუხისმგებლობას მომავალშიც შეასრულებს, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები სხვას თუ სთხოვენ, თვითონაც უნდა აჩვენონ ამ მხრივ მაგალითი

ხელისუფლება საკუთარ პასუხისმგებლობას მომავალშიც შეასრულებს და გამჭვირვალობის სტანდარტს უფრო გააუმჯობესებს, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები სხვას თუ სთხოვენ, თვითონაც უნდა აჩვენონ ამ მხრივ მაგალითი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნაა, ყველამ იცოდეს, ვინ რა ინტერესებით არის მოტივირებული.

„ვეთანხმები შალვა პაპუაშვილს, რომ ანგარიშვალდებულება უნდა ვაჩვენოთ ჩვენც, რომლებსაც გვთხოვენ, ანგარიშვალდებული ვიყოთ, მაგრამ მათაც მართებთ ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა. თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნაა, ყველამ იცოდეს, ვინ ვისი სახელით ლაპარაკობს და ვინ რა ინტერესებით არის მოტივირებული. ამ მიმართულებით, სხვათა შორის, თვითონ არასამთავრობო სექტორს აქვს არაერთი დასკვნა, კვლევა, შეფასება გაკეთებული წარსულში, სადაც ჩანს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს ნამდვილად აქვთ ანგარიშვალდებულების პრობლემა. საკუთარ დასკვნებში და შეფასებებში თავად აღნიშნავენ ამას. ამიტომ, ამ მიმართულებით ხელისუფლება საკუთარ პასუხისმგებლობას შეასრულებს მომავალშიც და კიდევ უფრო გააუმჯობესებს ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის სტანდარტს. არასამთავრობო ორგანიზაციები სხვას თუ სთხოვენ, თვითონაც უნდა აჩვენონ ამ მხრივ მაგალითი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი. პაპუაშვილი წერილში აღნიშნავს: „არჩევნების წინ შეგვიძლია, შეთანხმება დავდოთ იმ არასამთავრობოთა დაფინანსების, საქმიანობის გასაჯაროებაზე, რომლებიც პოლიტიკასთან კავშირში არიან, როგორც არჩევნების დამკვირვებლები ან აქტივობის დამფინანსებლები“.