არჩილ თალაკვაძე - კანონის უზენაესობა არსებობს ყველა მოქალაქის მიმართ
არჩილ თალაკვაძე - კანონის უზენაესობა არსებობს ყველა მოქალაქის მიმართ

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მართლმსაჯულების წინაშე პირი წარდგება და პასუხს აგებს, როგორც მოქალაქე და ამის შემდეგ,  როგორც ამა თუ იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა ონში გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელის ნოდარ ბურდილაძე დაჭრაში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

მისი თქმით, აღნიშნული შემთხვევა არ ყოფილა პირველი ფაქტი, როცა „ნაციონალური მოძრაობა და მათი პოლიტიკური ლიდერები წინ უსწრებდნენ გამოძიებას და აკეთებდნენ ისეთ დასკვნებს, რომლებიც სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა გააკეთოს საგამოძიებო სტეუქტურებმა და სასამართლომ, საბოლოო ჯამში კი, აღმოჩნდება, რომ სიმართლე მთლიანად ეწინააღმდეგება ოპონენტების ნარატივსა და ბრალდებას.

„აქ მნიშვნელოვანია ერთი რამ  – არავინ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მართლმსაჯულების წინაშე არ წარდგება, არც როგორც ოპოზიციის აქტივისტი, არც როგორც რომელიმე პოლიტიკური ინტერესების წარმომადგენელი, არამედ წარდგება და პასუხს აგებს, როგორც მოქალაქე და შემდეგ როგორც ამა თუ იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი. ამიტომ სახელმწიფოში, სადაც კანონის უზენაესობა არსებობს, სადაც რეალური დემოკრატია ფუნქციონირებს, კანონის უზენაესობა არსებობს ყველა მოქალაქის მიმართ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული კ.ი. დამნაშავედ ცნო და 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საუბარია ონში, გასული წლის ნოემბერში მომხდარ კონფლიქტზე, რომლის დროსაც გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი ნოდარ ბურდილაძე დაჭრეს.

დატოვე კომენტარი