არჩილ თალაკვაძე - კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, მას აქვს საზოგადოების ნდობა, რაც ასე მნიშვნელოვანია მომავლის პოლიტიკისთვის
არჩილ თალაკვაძე - კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, მას აქვს საზოგადოების ნდობა, რაც ასე მნიშვნელოვანია მომავლის პოლიტიკისთვის

კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, მას აქვს საზოგადოების ნდობა, რაც ასე მნიშვნელოვანია მომავლის პოლიტიკისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მერობის კანდიდატთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდში თვითმმართველობის არჩევნების კანდიდატებზე დისკუსია ჯერ არ ყოფილა.

„კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი. ძალიან ბევრი საქმე გააკეთა და არაერთი პროექტი წინ არის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის მიერ გაცემულ დაპირებებს შევასრულებთ, მათ შორის დედაქალაქთან მიმართებაში. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ჩვენ უკვე გვქონდა ერთი სამუშაო შეხვედრა ზოგადად არჩევნების მომზადებასთან დაკავშირებით, თუმცა კანდიდატებზე რაიმე კონკრეტული დისკუსია არ ყოფილა. შესაბამისად, ჯერ ძალიან ადრეა, რომ წინასწარი კომენტარები გავაკეთო ჩვენს კანდიდატებთან დაკავშირებით. ერთი კი ცალსახად მინდა გითხრათ, რომ კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი და მას აქვს საზოგადოების ნდობა, რაც ასე მნიშვნელოვანია მომავლის პოლიტიკისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.