არჩილ თალაკვაძე ჯიმ რიშისა და ადამ კინზინგერის განცხადებებზე - ეს არის ჩვენი მეგობრების მოსაზრება და მზად ვართ, ნებისმიერი დისკუსიისთვის ჩვენს მეგობრებთან
არჩილ თალაკვაძე ჯიმ რიშისა და ადამ კინზინგერის განცხადებებზე - ეს არის ჩვენი მეგობრების მოსაზრება და მზად ვართ, ნებისმიერი დისკუსიისთვის ჩვენს მეგობრებთან

ეს განცხადებები არის ჩვენი მეგობრების მოსაზრება. ამიტომაც, მზად ვართ ნებისმიერი დისკუსიაში ჩვენს მეგობრებთან, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის სენატორ ჯიმ რიშისა და კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებებს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, კონგრესმენებმა საკუთარ განცხადებებში პრიორიტეტად დასახეს ის, რომ ორივე მხარემ შეასრულოს შეთანხმება.

„ადამ კინზინგერმა, გამოთქვა მოლოდინი და ორივე განცხადებაში პირველ პრიორიტეტად არის დასმული, რომ ისინი მოუწოდებენ მხარეებს, შეასრულონ შეთანხმება. რადგან ორივეს მოუწოდებენ და არამხოლოდ მმართველ გუნდს, ნიშნავს თვლიან, რომ ამ სიტუაციაში ოპოზიციასაც აქვს პასუხისმგებლობა და მუქარა, რომ ჩააგდებენ შეთანხმებას, საფრთხის შექმნა ამ შეთანხმებისთვის მიუღებელია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება სენატორ რიშს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ჯიმ რიშიც მხარეებს შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს.

„რასაც სენატორი ამბობს – ნიშანდობლივია, პარტიებს მოუწოდებს და არა მხოლოდ ხელისუფლებას“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ე.წ. პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, მასა და სენატორს განსხვავებული პოზიციები აქვთ და მზად არის არგუმენტების წარსადგენად.

„არ მგონია აშშ-ში დედაქალაქის ბიუჯეტის 10 % რომ გაფლანგოს მერმა, შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსი მიიღოს და პოლიტიკაში დაბრუნდეს, ან კაპიტოლიუმზე რომ მიიტანოს ადამიანების ჯგუფმა ძალადობრივი შეტევა, შემდეგ ეს ადამიანები პოლიტპატიმრებად გამოაცხადონ. ასეთ დანაშაულზე ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში იქნებოდა სამართლებრივი რეაგირება და მათ მისცემდნენ პასუხისგებაში. აშშ-ში ჩვენი შემდგომი ვიზიტის ფარგლებში, ან როდესაც ის ჩამოვა საქართველოში, ჩვენ აუცილებლად გვექნება მეგობრული დისკუსია ამ საკითხებზე. უდავოა, რომ სენატორი საქართველოს მეგობარია და მზად ვართ, ჩვენი არგუმენტები ვუთხრათ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი