არჩილ თალაკვაძე - იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის გაშენება არის უნიკალური საჩუქარი არა მარტო დედაქალაქისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის
არჩილ თალაკვაძე - იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის გაშენება არის უნიკალური საჩუქარი არა მარტო დედაქალაქისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის

თბილისის ცენტრალური პარკი არის კიდევ ერთი მასშტაბური, მწვანე პროექტი და მას ექნება ეკოლოგიური, რეკრეაციული და ეკონომიკური მნიშვნელობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის გაშენება არის უნიკალური საჩუქარი არა მარტო დედაქალაქისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ბიძინა ივანიშვილმა წარსულში უპასუხისმგებლო ჩინოვნიკების მიერ გასხვისებული უკვე მერამდენე აქტივი გამოისყიდა და საზოგადოებას დაუბრუნა. ქველმოქმედება საქვეყნო საქმეებში – ეს არის მისი უცვლელი ხელწერა. თბილისის ცენტრალური პარკი კიდევ ერთი მასშტაბური, მწვანე პროექტია და მას ექნება ეკოლოგიური, რეკრეაციული და ეკონომიკური მნიშვნელობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ დედაქალაქს უსასყიდლოდ გადასცეს ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც „ქართუს“ დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი.