არჩილ თალაკვაძე - ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის ერთ-ერთი ქსელი აღკვეთილია, მაგრამ Darknet-თან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს
არჩილ თალაკვაძე - ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის ერთ-ერთი ქსელი აღკვეთილია, მაგრამ Darknet-თან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ე.წ. დაშიფრული ინტერნეტქსელი, რომლითაც ნარკოტიკებით ვაჭრობა ხდება, გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, აღნიშნული საკითხი საქართველოსთვის უმთავრესს გამოწვევად რჩება.

„ეს მექანიზმი ბევრ ადამიანს ზიანს აყენებს და მომხმარებელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობა საფრთხეს უქმნის. დღეს ნახეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სწრაფი და ეფექტური რეაგირება მოახდინა და ერთ-ერთი ასეთი ქსელი გაშიფრა, რომელსაც როგორც ირკვევა, საკმაოდ ფართო მასშტაბის გავრცელება ჰქონდა.

ეს ქსელი აღკვეთილია, მაგრამ Darknet-თან ბრძოლა მომავალში უნდა გაგრძელდეს. მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი კანონმდებლობაშიც სათანადოდ უნდა აისახოს.

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე ინიცირებულ კანონპროექტს, ეს ის საკითხია, რაზეც თანხმობა უნდა არსებობდეს არა მხოლოდ პარლამენტსა და მთავრობას შორის, არამედ სამოქალაქო საზოგადოებას შორის. თუ საზოგადოება და ხელისუფლება ერთიანი არ იქნება, მიზნის მიღწევა გართულდება და დროში გადაიდება. კონსულტაციები მიმდინარეობს და ველოდებით, რომ შეთანხმება მიღწეული უახლოეს პერიოდში იქნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შსს-მ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გაიხსნა.