არჩილ თალაკვაძე - იმედს გამოვთქვამ, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტრუქციული თანამშრომლობა ხელშესახები შედეგით დასრულდება
არჩილ თალაკვაძე - იმედს გამოვთქვამ, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტრუქციული თანამშრომლობა ხელშესახები შედეგით დასრულდება

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობა, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეხება, ხელშესახები შედეგით დასრულდება.

აღნიშნულ საკითხზე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

„ჩვენი დემოკრატიული გადაწყვეტილებაა, რომ ქვეყანა გადავიდეს პროპორციული არჩევნების სისტემაზე 2020 წლიდან. კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვამ, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობა, რომელიც არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით, რაშიც ჩართული არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები, კონკრეტული და ხელშესახები შედეგით დასრულდება. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო პოლიტიკური შეთანხმებები გვექნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, მოცემული მომენტისთვის პროცესი ძალიან კონსტრუქციულ ფორმატში და შედეგისკენ მიდის.