არჩილ თალაკვაძე - იმედი მაქვს, საქართველოს პროგრესი და მომავალთან დაკავშირებული ხედვა ყველა პარტნიორთან სათანადოდ იქნება მიტანილი
არჩილ თალაკვაძე - იმედი მაქვს, საქართველოს პროგრესი და მომავალთან დაკავშირებული ხედვა ყველა პარტნიორთან სათანადოდ იქნება მიტანილი

საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის სპიკერმა დაგეგმილ ვიზიტებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესისა და ხედვის შესახებ პარტნიორები სათანადოდ იქნებიან ინფორმირებული.

„მინდა, მადლობა გადავუხადო კოლეგებს, რომლებმაც უკვე მიიღეს ევროპის საბჭოს ფორმატში მონაწილეობა, სამუშაო შეხვედრებსა და სესიებში, ასევე ევროპარლამენტის მიმართულებით ჩვენ ძირითად სტრატეგიულ პარტნიორებთან. უკვე დაგეგმილია ოთხზე მეტი მაღალი დონის ვიზიტი, რომელთა განხორციელებაც ამ კვირიდან დაიწყება. ასე რომ, ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიური იქნება პარლამენტი და იმედი მაქვს, საქართველოს პროგრესი და გეგმები, რაც მთავარია, მომავალთან დაკავშირებული ხედვა ყველა ჩვენს პარტნიორთან სათანადოდ იქნება მიტანილი“, – განაცხადა ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ.