არჩილ თალაკვაძე - ილია მეორე თავისი ცხოვრებით, მოღვაწეობითა და რწმენის სიმტკიცით გვაძლევს მაგალითს, როგორ უნდა შეხვდეს ადამიანი თანამედროვე გამოწვევებს
არჩილ თალაკვაძე - ილია მეორე თავისი ცხოვრებით, მოღვაწეობითა და რწმენის სიმტკიცით გვაძლევს მაგალითს, როგორ უნდა შეხვდეს ადამიანი თანამედროვე გამოწვევებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთვის საპატიო დოქტორის (honoris causa) ხარისხის მინიჭების ცერემონიას დაესწრო.

საპატრიარქოში გამართულ ღონისძიებაზე არჩილ თალაკვაძემ ილია მეორეს წოდების მიღება მიულოცა და პატრიარქის მოღვაწეობაზე ისაუბრა.

„თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს პარლამენტის სახელით გილოცავთ თბილისის სასულიერო აკადემიის საპატიო, ჰონორის კაუზას წოდებას. ერისა და სამშობლოს წინაშე თქვენი ღვაწლი გამორჩეული და შეუფასებელია. თქვენი ცხოვრებით, მოღვაწეობითა და რწმენის სიმტკიცით გვაძლევთ მაგალითს, როგორ უნდა შეხვდეს ადამიანი თანამედროვე გამოწვევებს. ამ ცვალებად და რთულ დროში თქვენ კეთილი სიტყვით და ქრისტიანული სწავლებით შეგვახსენებთ კაცთმოყვარეობის, თავმდაბლობის, უანგარობისა და სიყვარულის მნიშვნელობას. გისურვებთ მხნეობას და დღეგრძელობას ჩვენი სამშობლოს სასიკეთოდ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.