არჩილ თალაკვაძე - გვჯერა, რომ მშვიდობიანი განვითარებით, საერთშორისო მხარდაჭერის მობილიზებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შევძლებთ
არჩილ თალაკვაძე - გვჯერა, რომ მშვიდობიანი განვითარებით, საერთშორისო მხარდაჭერის მობილიზებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შევძლებთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქვეყნის დეოკუპაცია უმთავრეს ამოცანად რჩება და ამისთვის ყველაფერი კეთდება.

„არსებობს გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის დეოკუპაცია რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად და უმთავრეს ამოცანად. რასაკვირველია, ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. ჩვენ გვჯერა, რომ დემოკრატიული, მშვიდობიანი განვითარებით, საერთშორისო მხარდაჭერის მობილიზებით შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

ოკუპაცია არის დროის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების წინააღმდეგ და ეს აუცილებლად დასრულდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ მავთულხლართებით ხელოვნრურად გაყოფილი საზოგადოება აუცილებლდ გაერთიანდება. დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თითოეული ადამიანი გრძნობს, რომ ოკუპაცია არის უსამართლობა,ოკუპაცია არის დროის და პროგრესის წინააღმდეგ და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია. ეს რჩება ჩვენს ძირითად ამოცანად“, – განაცხადა თალაკვაძემ.

სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

დატოვე კომენტარი