არჩილ თალაკვაძე - გვჯერა, დღის ბოლომდე ჩვენი მხარდამჭერების რიცხვი უფრო გაიზრდება
არჩილ თალაკვაძე - გვჯერა, დღის ბოლომდე ჩვენი მხარდამჭერების რიცხვი უფრო გაიზრდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობა შეაფასა.

თალაკვაძის თქმით, არჩევნები დემოკრატიულად მიმდინარეობს.

„არჩევნები დემოკრატიულად მიმდინარეობს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. გვჯერა, რომ დღის ბოლომდე ჩვენი მხარდამჭერების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება”,- განაცხადა თალაკვაძემ.

ოზურგეთის მერობისთვის „ქართული ოცნებიდან“ ბეგლარ სიორიძე და დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე იბრძვიან.