არჩილ თალაკვაძე - გუშინდელი კვლევის შედეგები იმდენად სანდოა, რამდენად მისი დამკვეთი, ბატონი კეზერაშვილი
არჩილ თალაკვაძე - გუშინდელი კვლევის შედეგები იმდენად სანდოა, რამდენად მისი დამკვეთი, ბატონი კეზერაშვილი

სინამდვილეში, რამდენი ჩამოაკლეს გუშინ გავრცელებული კვლევით „ქართულ ოცნებას“, ამას ოპოზიციას ვაჩვენებთ ოქტომბრის არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, დემოკრატიული განვითარებისთვის საჭიროა ობიექტური კვლევები.

„ამ კვლევის შედეგები იმდენად სანდო, რამდენად სანდოც არის მისი დამკვეთი ბატონი კეზერაშვილი. დემოკრატიული განვითარებისთვის გვჭირდება ობიექტური კვლევები, ამ კვლევაში „ქართულ ოცნებას“ აქვს ხელოვნურად ჩამოკლებული როგორც ჩანს რეიტინგი, თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ ვნახეთ ოპოზციის წარმომადგენელთა შეშფოთებული კომენტარები მათ რეიტინგებთან დაკავშირებით. ისინი ენდობიან ამ კვლევას და შესაბამისად, ალბათ შეშფოთებულებიც ამიტომ არიან. ჩვენ ყოველთვის ვეუნბებოდით ოპოზიცის ნაწილს, ძველ ოპოზიციას, რომ ნუ ხართ ვირუსის მხარეს, როდესაც ქვეყანა ებრძვის პანდემიას. ვეუბნებოდით, რომ მიიღეთ მონაწილეობა საკონსტიტუციო პროცესში და მხარი დაუჭირეთ ცვლილებებს, რომელიც დემოკრატიის ინტერესებშია. ვეუბნებოდით, რომ ნუ ესხმით თავს ინსტიტუტებს და ეკლესიას, ნუ გიხარიათ, როდესაც კრიტიკული შენიშვნები ისმის ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს მისამართით. მათ ეს რჩევები არ გაითვალისწინეს და საბოლოო ჯამში მიიღეს დაბალი საზოგადოებრივი ნდობა. სინამდვილეში, რამდენი ჩამოაკლეს ამ კვლევით „ქართულ ოცნებას“, ამას ოპოზიციას ვაჩვენებთ ოქტომბრის არჩევნებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.