არჩილ თალაკვაძე - გუნდის სურვილია,  თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძის ლიდერობით  გაიმარჯვოს
არჩილ თალაკვაძე - გუნდის სურვილია,  თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძის ლიდერობით  გაიმარჯვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაციის გახმაურება ჯერ ადრეა.

მისივე თქმით, მოქმედი მერი კახა კალაძე არის დედაქალაქის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მერი. სწორედ ამიტომ, როგორც თალაკვაძე ამბობს, გუნდის სურვილია, რომ სწორედ მისი ლიდერობით „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს თვითმმართველობის არჩევნებში.

„დედაქალაქის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით როგორც კი კახა კალაძე გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს საჯარო გახდება. ამ დროისთვის, როცა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები ახლახანს დაიწყო, რასაკვირველია, ნაადრევია კანდიდატებზე კონკრეტული პოზიციების გახმოვანება. კახა კალაძე არის დედაქალაქის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მერი, ის არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი. მთელი გუნდის სურვილია, რომ სწორედ მისი ლიდერობით გავიმარჯვოთ თვითმმართველობის არჩევნებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.