არჩილ თალაკვაძე - გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საუკეთესო იქნება, იგი ზუსტად გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობის“ მდგომარეობას, იდეოლოგიასა და მომავალს
არჩილ თალაკვაძე - გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საუკეთესო იქნება, იგი ზუსტად გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობის“ მდგომარეობას, იდეოლოგიასა და მომავალს

გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საუკეთესო იქნება, იგი ზუსტად გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობის“ მდგომარეობას, იდეოლოგიასა და მომავალს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ეს დაეხმარება საზოგადოებას, „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ გადაიყვანოს აუტსაიდერებში.

„საზოგადოება ოპოზიციაში ისეთ პოლიტიკურ პარტიებს გზავნის, რომლებიც უფრო საქმიანები და პასუხისმგებლიანები არიან საკუთარ ქვეყანასთან, რომლებიც დადიან პარლამენტში და კანონპროექტებზე მაინც მუშაობენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.