არჩილ თალაკვაძე - გიორგი გახარიას სხვა გეგმები ჰქონდა და ამიტომ არ დაესწრო ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას
არჩილ თალაკვაძე - გიორგი გახარიას სხვა გეგმები ჰქონდა და ამიტომ არ დაესწრო ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას

გიორგი გახარიას სხვა გეგმები ჰქონდა დღის მეორე ნახევარში, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ ესწრებოდა შს მინისტრი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას.

„მე მგონი ცოტა უცნაურია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვთ განმარტებას, მინისტრს როგორ შეეცვალა სამუშაო განრიგი, თუმცა მე მაინც არ ავარიდებ თავს კითხვას. მას სხვა გეგმები ჰქონდა დღის მეორე ნახევარში და შესაბამისად, ვერ დაესწრო კონფერენციის პირველ სამუშაო დღეს. ევროპელ პარტნიორებს შეხვდნენ პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე. შესაბამისად, თუ შს მინისტრმა თავის სამუშაო დღის წესრიგის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს მისი გადასაწყვეტია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძემ თბილისში მიმდინარე აქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მანიფესტაცია არის დემოკრატიის ნაწილი.

„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება არის დაცული ჩვენს ქვეყანაში. დღესაც ის იყო დაცული, ხვალაც ის იქნება დაცული. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ეს ჩატარდება კანონის ფარგლებში, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება იქნება დაცული“, – განაცხადა თალაკვაძემ.