არჩილ თალაკვაძე - ღიმილის მომგვრელია, როცა საბოტაჟის მთავარი სპეციალისტი ნიკა მელია მოგვიწოდებს, რომ საბოტაჟს თავი დავანებოთ
არჩილ თალაკვაძე - ღიმილის მომგვრელია, როცა საბოტაჟის მთავარი სპეციალისტი ნიკა მელია მოგვიწოდებს, რომ საბოტაჟს თავი დავანებოთ

დიდი ხანია, ნიკა მელია ქუჩის პოლიტიკოსია და საზოგადოებისთვის მისგან ასეთი მოწოდება ახალი არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებასა და 20 ივნისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.

„როცა საბოტაჟის მთავარი სპეციალისტი ნიკა მელია მოგვიწოდებს, რომ საბოტაჟს თავი დავანებოთ, ეს ღიმილის მომგვრელია და ცინიკური განცხადებაა. დიდი ხანია, ნიკა მელია ქუჩის პოლიტიკოსია და საზოგადოებისთვის მისგან ასეთი მოწოდება ახალი არ არის. ძალიან კარგად ვიცით, სინამდვილეში, მელია და მისი თანაგუნდელები სააკაშვილი, გვარამია როგორი ევროპელები იყვნენ, ეს არის ხალხი, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევდა ევროპის სახელით და მედიებს ხურავდნენ დემოკრატიის სახელით. ეს ხალხი ადამიანებს აწამებდნენ დემოკრატიის სახელით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.