არჩილ თალაკვაძე საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშის შეხვდა
არჩილ თალაკვაძე საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშის შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშის შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ და გერმანიის ელჩმა პოლიტიკური პროცესის კონსტრუქციულად გაგრძელების საჭიროებასა და 2020 წლის არჩევნების შესახებ ისაუბრეს.

არჩილ თალაკვაძემ ელჩს პარლამენტის საშემოდგომო სესიის ფარგლებში დარჩენილი მთავარი საკითხები გააცნო, რომელზეც პარლამენტი დეკემბრის ბოლომდე იმუშავებს.

ჰუბერტ ქნირშმა პარლამენტის თავმჯდომარეს გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.