არჩილ თალაკვაძე - გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით პარტნიორებთან საგნობრივი დისკუსიისთვის მზად ვართ, მაგრამ ლოზუნგებით ვერ გაირკვევა, ვის მხარეს არის სიმართლე
არჩილ თალაკვაძე - გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით პარტნიორებთან საგნობრივი დისკუსიისთვის მზად ვართ, მაგრამ ლოზუნგებით ვერ გაირკვევა, ვის მხარეს არის სიმართლე

მზად ვართ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით პარტნიორებთან საგნობრივი დისკუსიისთვის, მაგრამ ლოზუნგებით ვერ გაირკვევა, ვის მხარეს არის სიმართლე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საქმით დაამტკიცა, რომ საქართველოში სწორედ მათ დააბრუნეს ევროპული პერსპექტივა.

„გახსოვთ, მაშინაც მთელი მსოფლიოდან გაერთიანებული იყვნენ ჩვენი ოპონენტები, კრიტიკოსები, ლობისტები, ყველა აკეთებდა განცხადებებს, თითქოს საქართველო დაშორდა ევროპულ ორბიტას, ეკონომიკა ჩამოიშალა და თითქოს საქართველო აღარ არის დღის წესრიგში. ევროსასამართლოში ყველა საქმე ჩვენ მოვიგეთ რუსეთის წინააღმდეგ. აქ მიღებული იყო გადაწყვეტილებები, რომლებიც პირდაპირ აჩვენებს, რომ ის, რასაც ჩვენ დღეს გვაბრალებენ, არის სიცრუე და ამ კანონის საწინააღმდეგო კამპანიის შესაფუთად გამოიყენება. როგორც ჩანს, ვიღაცამ უთხრა, რომ რუსეთის იქით არაფერზე ილაპარაკონ და არაფერი ახსენონ. საქართველოში მიღწეულ წარმატებებსაც კი რუსულს ეძახის ეს ხალხი. თურმე ევროპული წარმატებები რუსულია, ეკონომიკური ზრდა რუსულია, მშვიდობა რომ გვაქვს ათი წელია და დავიცავით მთელი ძალით, პრინციპულად, ეგეც, ყველაფერი თურმე რუსულია, რაც ამ ქვეყანამ კარგი გააკეთა და რასაც მივაღწიეთ. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და ევროკომისარმა ბრიუსელიდან თქვეს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი-2“-ის ეთერში.