არჩილ თალაკვაძე – გამარჯვებას ვულოცავ აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
ამის შესახებ არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„გამარჯვებას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. ველოდებით აშშ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას და მზად ვართ მომავალი თანამშრომლობისთვის დემოკრატიის და პროგრესის უზრუნველსაყოფად“, – წერს თალაკვაძე.
Congratulations to President-Elect @JoeBiden and @KamalaHarris! Looking forward to strengthening excellent US-Georgia relations and to work jointly for democracy and progress.
— Archil Talakvadze (@A_Talakvadze) November 7, 2020